რუსეთმა მსახიობ ჯიმ ქერის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - კრემლის საპასუხო სანქციები კანადას

გამოქვეყნდა:

რუსეთმა კანადის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, კანადის 100 მოქალაქე, მათ შორის მსახიობი ჯიმ ქერი შავ სიაში შეიყვანა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"კანადის პრემიერმინისტრის, ჯ. ტრუდოს რეჟიმის მიერ რუსეთის ხელმძღვანელობის, პოლიტიკოსებისა და პარლამენტარების, ბიზნესმენების, ექსპერტების, ჟურნალისტების, კულტურის მოღვაწეებისთვის სანქციების დაწესების საპასუხოდ ხელისუფლება თვლის, რომ ქვეყანაში შესვლა კანადის 100 მოქალაქისთვის აკრძალულია" - აცხადებს კრემლი. 

შეგახსენებთ, კანადამ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 23 პირს შეეხება. მათ შორის იქნებიან პოლიციელები, პროკურორები, მოსამართლეები, ციხეების ადმინისტრაციის თანამშრომლები.

იქამდე კი კანადამ რუს პროპაგანდისტებსა და ტელეკომპანია "ზვეზდას" წარმომადგენლებს სანქციები ოქტომბერში დაუწესა.  სიაში მოხვდნენ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში მონაწილე 34 ფიზიკური და ერთ იურიდიული პირი, მათ შორის თინა კანდელაკი და სერგეი ბეზრუკოვი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი