
კანადა უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, - ამის შესახებ კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ დიდი ოცეულის სამიტის დროს განაცხადა.
გამოცემა Reuters ჯასტინ ტრუდოს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, დახმარება მოიცავს სათვალთვალო და საკომუნიკაციო აღჭურვილობას, საწვავს და სამედიცინო ნივთებს.
კანადის პრემიერმა დამატებით სანქციებზეც ისაუბრა, რომლებიც ადამიანის უფლებების სისტემურ, უხეშ დარღვევაში მონაწილე 23 პირს დაუწესდება. მათ შორის იქნებიან პოლიციელები, პროკურორები, მოსამართლეები, ციხეების ადმინისტრაციის თანამშრომლები.
ცნობისთვის, ამ დროისთვის კანადამ უკრაინას 3,4 მილიარდის ღირებულების დახმარება გაუწია.