
კანადამ რუს პროპაგანდისტებსა და ტელეკომპანია "ზვეზდას" წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. უცხოური მედიის ცნობით, შეზღუდვები შეეხება რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში მონაწილე 34 ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს, მათ შორის თინა კანდელაკს და სერგეი ბეზრუკოვს.
"ეს პირები და ორგანიზაციები ეხმარებიან რუსეთის რეჟიმს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპების შელახვაში და პასუხისმგებელნი არიან ცრუ ნარატივების გავრცელებაზე, რომელიც რუსეთის რეჟიმის გაუმართლებელი ომის საბაბია“, - წერია კანადის მთავრობის განცხადებაში.
ცნობილი ხდება, რომ სანქციების სიაში შედის ასევე რუსი მსახიობი ვლადიმერ მაშკოვი, ტელეწამყვანი ნაილა ასკერ-ზადე, პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი და სხვები.