
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის აზრით, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა არ არის ადგილი, სადაც ენმ-ს თავმჯდომარის გადადგომის თხოვნით ბრიფინგები უნდა იმართებოდეს.
"მიაჩნია, რომ ბიბლიოთეკა არ არის ადგილი სადაც უნდა ხდებოდეს ასეთი [რაღაცები], იმიტომ, რომ არსებობს მაგისთვის ოფისები, მაინცდამაინც თითქოს არ მოეწონა, რომ ბიბლიოთეკა იყო არჩეული" - ამბობს გიული ალასანია.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს ენმს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ბრიფინგი გამართა სადაც თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა გადადგეს და ამ თანამდებობისთვის შიდა არჩევნები უნდა დაინიშნოს.
იხილეთ ასევე: