დარწმუნებული ვარ, რიგი ევროპარლამენტარების მსგავსი ნარატივის გამტარებელი არ იქნება - წილოსანი ევროკომისარზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი საქართველოში მყოფ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის "პოლიტიკური ნარატივის გამტარებელი" არ იქნება.

"ევროკომისარი, განსხვავებით ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც არიან პოლიტიკური ფიგურები, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება იმ პოლიტიკური ნარატივის გამტარებელი, რომელსაც რიგი ევროპარლამენტარები აკეთებენ. რა თქმა უნდა მოლოდინები გვაქვს ობიექტურად და ძალიან სამართლიანად, მათ შორის საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილად გაკეთებული შეფასებების", - თქვა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, დარწმუნებულები არიან, რომ ევროკავშირის სტრუქტურები და ცალკეული პირები გულშემატკივრობენ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.

ცნობისთვის, გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტი დღეს, 15 ნოემბერს დაიწყო. ევროკომისარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებს. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი