ღარიბაშვილი ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისაც ესაუბრა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე საქართველოში მყოფ ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეისაც ესაუბრა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის და აღნიშნა, რომ ალიანსი ქვეყანას აქტიურად ეხმარება ეკონომიკის განვითარებაში.

"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფ იქნა აღდგენილი პანდემიის შემდეგ. ჩვენ შარშან საკმაოდ სწორი, გონივრული და ეფექტიანი ნაბიჯები გადავდგით. შარშან ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ბატონო კომისარო. წელსაც ჩვენ, მიუხედავად ამ გამოწვევებისა და რთული მდგომარეობისა, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 9 თვეში, 100 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა სულ რაღაც 9 თვეში. თავად ნახავთ, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს ჩვენ პროგრესი", - თქვა ღარიბაშვილმა. 

მისი განცხადებით, "ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას". ღარიბაშვილმა ევროკომისარს უთხრა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გამონაკლისია, როცა საქართველოს უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი