EU არ აარჩევს რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი, არაჯანსაღი გავლენა არავის უნდა ჰქონდეს - ევროკომისარი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეინი დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ამბობს, რომ ევროკავშირი არ აარჩევს რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი. მისი თქმით, იდეა კრიტერიუმების მკაფიოდ განსაზღვრაშია.

"მე ის ვიცი, რომ ძალიან მკაფიოდ არსებობს გაწერილი კრიტერიუმები. არცერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება და ვერც შეიძლება ეხებოდეს კრიტერიუმები, ეს არის ჩარჩო სისტემა, რაც შემოგთავაზეთ, საკანონმდებლო ჩარჩო იქნება თუ გარემო რომელშიც ფუნქციონირებს მედია, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ იქნება თავისუფლება ამ მიმართულებით, ხალხს ექნება წვდომა ინფორმაციაზე შეზღუდვების გარეშე", - თქვა ევროკომისარმა.

მისივე განცხადებით, იგივე პრინციპი ეხება კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ:

"ეს არ იქნება ჩვენი არჩევანი, ევროკავშირი, ჩვენ არ ავარჩევთ რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი ოლიგარქი. იმიტომ რომ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იყოს განსაზღვრული. არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ, ან სხვების სასიკეთოდ რომელიც საბოლოო ჯამში მისთვის სასიკეთო იქნება", - თქვა მან.

ევროკომისამრა აღნიშნა, რომ სთავაზობენ მთავრობას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაუგზავნოს შესაფასებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი