
"ნატო და ევროკავშირი უკვე დიდი ხანია ჰიბრიდული მონაწილეები არიან უკრაინის კონფლიქტის," - ეს განცხადება დიდი ოცეულის სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ლავროვის კომენტარს რუსული მედია ავრცელებს.
ლავროვის თქმით, ევროკავშირი და ნატო უკრაინას დიდი ხანია შეიარაღებას აწვდის, რაც მათ კონფლიქტის მონაწილეს ხდის.
"ისინი უკრაინას აწვდიან იარაღს, ავარჯიშებენ უკრაინის სამხედრო პერსონალს, უზრუნველყოფენ სადაზვერვო ინფორმაციით. თქვენ როგორც იცით, ამას ამერიკელები აკეთებენ, ეს კი ადგილზე ინსტრუქტორების დახმარებით ხდება, რომ არაფერი ვთქვათ ათასობით დაქირავებულ მებრძოლზე," - განაცხადა ლავროვმა.