ევროკომისიის შემფასებელთა მისია საქართველოში. ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მიღების შემდეგ, ხელისუფლების მიერ შესრულებული ვალდებულებების დინამიკას, თავად გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხეში ევროკომისარი დააკვირდება.
ოლივერ ვარჰეის პირველი შეფასებები ზოგადი და მშრალია. ევროკომისარმა, რომელიც საქართველოში პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით ჩამოვიდა, დღეს არც პოლიტპატიმრებზე ისაუბრა, რომელიც ევროპარლამენტარების მკაფიო შეფასებით ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია ქვეყნის ევროინგეტრაციის გზაზე.
თუმცა პასუხისმგებლობა ევროკავშირისგან სტატუსის მიღებაზე მთავრობას დააკისრა, რომლის შეფასებებიც მოგვიანებით პრემიერმინისტრმა პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის საბაბად გამოიყენა.