პოლონეთის მთავრობა ზოგიერთი სამხედრო ნაწილის საბრძოლო მზადყოფნას ზრდის

გამოქვეყნდა:

პოლონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლებამ ზოგიერთი სამხედრო ნაწილის საბრძოლო მზადყოფნას გაზარდა. მედია ამ ინფორმაციას ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ასევე, ცნობილი ხდება, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ტელეფონით ესაუბრა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. 

"ვარკვირდებით სიტუაციას" - განაცხახა სტოლტენბერგმა. 

ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა".

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროკეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი