პოლონეთის პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭო მოიწვია

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო, - პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის მინისტრი პაველ შროტის ინფორმაციით, სხდომა 16 ნოემბერს, 12:00-საათზე გაიმართება

გარდა ამისა, შროტის ინფორმაციით, დუდამ სატელეფონო კონსულტაციები გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, პოლონეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელთან პიოტრ მიულერთან და პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს უფროსთან.

"ანდჟეი დუდამ ხვალ 12:00 საათზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო" - წერს შროტი.

ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა".

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროკეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი