ერდოღანის თქმით, რუსეთს „არაფერი აქვს საერთო“ პოლონეთში მომხდარ აფეთქებებთან

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ ის „პატივს სცემს“ რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, უარყოფს კავშირს პოლონეთის სარაკეტო ინციდენტთან. 

ერდოღანის თქმით, რუსეთს „არაფერი აქვს საერთო“ პოლონეთის აფეთქებებთან. 

”ჩვენ სერიოზულად ვიღებთ რუსეთის განცხადებას, რომ ”ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს". დღეს დილით, როდესაც მე შევხვდი გერმანიის კანცლერს, ბატონ [ოლაფ] შოლცს, ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ საჭიროა შემდგომი გამოძიება.”, - თქვა მან.

ცნობისთვის, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა".

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროკეს. საჰაერო იერიშების გამო დაიზანდა მეზობელი მოლდოვაც.

ამ ეტაპზე პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჯეი დუდა ამბობს, რომ ამჟამად არ აქვთ  რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება, თუ ვინ ისროლა რაკეტა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი