უკიდურესად სახიფათო გზავნილი და გაფრთხილება მთავარი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწფოს მხრიდან. საქართველოსა და შეერთებული შტატების 30-წლიანი ურთიერთობა შესაძლოა გადაიხედოს - მიზეზი ქართული ოცნების ოლიგაქრიული რეჟმი და ანტიდასავლური კამპანიაა, რომლის მაშტაბებიც ყველა ზღვარს გასცდა.
დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლა ერთ დროს რეგიონში ლიდერ სახელმწიფოში კრიტიკული მედიისა და ოპონენტების დევნა და ჩავარდნილი რეფორმები - ამ პირობებში ქვეყნის ევროპული სტატუსი წარმოუდგენელია და პასუხისმგებლობა ცალსახად ხელისუფლებას ეკისრება - აცხადებენ გავლენიანი სენატორები.
სენატში გაკეთებული ხისტი და კრიტიკული განცხადებები მმართველი პარტიისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. მორიგ გაფრთხილებას მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან სახელისუფლებო პარტიაში პანიკით და ლანძღვის კასკადით უპასუხეს. მათ შორის ქუჩური, შეურაცხმყოფელი სლენგით და პოლიტიკური დაკნინების მცდელობით. და ეს ყველაფერი იმ სენატორების მისამართით ვის გადაწყვეტილებაზეც პარტნიორული ურთიერთობები და საქართველოს დახმარების საკითხია დამოკიდებული.