სისხლის სამართლის საქმეებზე დისტანციური სხდომები დარღვევებით მიმდინარეობდა - ომბუდსმენი

გამოქვეყნდა:

სისხლის სამართლის დისტანციური პროცესები სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში მიმდინარეობდა ხარვეზებით და დარღვევებით, რამაც, რიგ შემთხვევაში, დაცვის მხარეს პრობლემები შეუქმნა - სახალხო დამცველმა დღეს ამ საქმეებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა. 

ანგარიში მოიცავს 279 სხდომას, რომლებსაც ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ. გამოკვეთილ ტექნიკურ ხარვეზებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პენიტენციურ დაწესებულებებს შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ ჰქონდა, რის გამოც პროცესები ან იწელებოდა ან სხვა თარიღისთვის გადაიდებოდა. ასევე ვერ ხერხდებოდა ბრალდებულთა და მათ ადვოკატთა საუბრის კონფიდენციალობის დაცვა. რიგ შემთხვევებში, მოწმეები შესაძლოა არ იყვნენ მარტო და ჩვენებების მიცემის დროს მათზე ზეწოლა მიმდინარეობდა. 

სახალხო დამცველის აპარატი დეტალური რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და იუსტიციის სამინისტროს. ამ რეკომენდაციებში გათვალისწინებული იქნება რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც უნდა მიმდინარეობდეს დისტანციური სასამართლო პროცესები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი