ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო საპარალამენტო არჩვნები საქართველოს დემოკრატიულობის მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნება და წინასაარჩევნო პერიოდი სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ჩაივლის - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტი ავრცელებს.

გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის სამომომავლო ურთიერთობა და დახმარება დამოკიდებული იქნება კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და საარჩევნო სფეროში დემოკრატიული რეფორმების გატარებაზე.  

ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მედიის თავისულების საკითხს. ისინი მთავრობას მის საქმიანობაში ჩარევისგან, ასევე ტელევიზიის წინააღმდეგ სასამართლო დევნის დაწყებისგან თავის შეკავებას ურჩევს. 

გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანების უფლებების ხშირი დარღვევის გამოც და აღნიშნავენ, რომ უკანონო ბორდერიზაციის გამო ადამიანებს თავისუფალი გადაადგილებისა და აუცილებელი სამედიცნო დახმარების მიღების საშუალება არ ეძლევათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი