აშშ-მ დაასანქცირა 13 კომპანია, რომლებიც ირანს სანქციებისგან გვერდის ავლაში დაეხმარნენ

გამოქვეყნდა:

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 13 კომპანიას მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ირანს დაეხმარნენ ნავთობის გადამამუშავებელი და ნავთობქიმიური მრეწველობის სანქცირებული პროდუქტების გაყიდვაში.

სანქცირებული კომპანიები რეგისტრირებულია: არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ჩინეთსა და ჰონგ კონგში.

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ ირანული თვითმფრინავების წარმოებაში ან მათ რუსეთში გადაცემაში, რომლებსაც კრემლი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იყენებს. 

ირანული "შაჰედსის" მწარმოებლის წინააღმდეგ სანქციები კანადამაც დააწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი