შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, გოგოლის ქუჩაზე ქალის მკვლელობის ბრალდებით 2 000 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს. უწყება ამბობს, რომ მან ახლად გაცნობილ ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

მეზობლები ამბობენ, რომ გოგოლის 28 ნომერში, ბინა სადაც მკვლელობა მოხდა კაცს ნაქირავები ჰქონდა და გარდაცვლილი იქ არ ცხოვრობდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლად გაცნობილ ქალს - 1986 წელს დაბადებულ შ.ღ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა", - წერია შსს-ს განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი