გორის სკოლებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პატრულირებენ. საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პოლიციელები მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც მოსწავლეები ადევნების და სავარაუდო გატაცების ფაქტებზე ალაპარაკდნენ.
სკოლასთან მობილიზებული სამართალდამცავები, მედიასთან ამბობენ, რომ ისინი ტერიტორიაზე "ჩვეულებრივ საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ".
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დირექტორი, ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ გორის საჯარო სკოლებში, სასწავლო პროცესის დროს მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
"პოლიცია, რომ სკოლებთან დგას ეს ცუდი სულაც არ არის პირიქით, მგონია, რომ დაცულად იგრძნობენ უფრო მოსწავლეები და მათი მშობლების თავს. რაც შეეხება სავარაუდო ფაქტებს, სკოლაში და სკოლის ტერიტორიაზე, მსგავსი ფაქტი არსად არ დაფიქსირებულა, თუ სკოლის გარეთ მოხდა რაიმე ფაქტი, რაზეც მოსწავლეები თქვენთან ინტერვიუებში ჰყვებიან შესაძლებელია ამით იყოს გამოწვეული პოლიციელთა ეს მორიგეობა", - ამბობს ტერმაკოზაშილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა გორში, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები სავარაუდო გატაცებისა და ადევნების მცდელობის ფაქტებზე საუბრობენ. მოსწავლეები ყვებიან, რომ სკოლების ტერიტორიაზე უცნობი პირები ჩერდებიან და მათ ავტომობილებით გაყოლას ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. იხილეთ: