სამსახურეობრივ გულგრილობაში ბრალდებული ზურაბ ილურიძე გორში ისევ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დაასაქმეს

გამოქვეყნდა:

გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბრალდებული დირექტორი, რომელსაც სასამართლომ გირაო შეუფარდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დანიშნეს.

ზურაბ ილურიძეს ბრალდებულია გორის ბიუჯეტიდან მოპარული ფულის საქმეზე, კერძოდ მას გამოძიება სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება, ბრალის წარდგენის დროს ის თანამდებობას იკავებდა. ორი დღის წინ ის გორის საბაშვო ბაღების სააგენტოს დირექტორის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნეს. 

ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ილურიძე თავადაც ადასტურებს. თემაზე კითხვის დასმა სააგენტოს დირექტორ გიორგი შათირიშვილისთვის გვსურდა, მაგრამ ის "მთავარ არხს" დაემალა. შათირიშვილი ჯერ კაბინეტში, შემდეგ კი საპირფარეშოში ჩაიკეტა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი