დივერსია იყო, ნაპოვნია ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი - შვედეთის პროკურორი Nord Stream-ზე

გამოქვეყნდა:

შვედმა პროკურორმა, რომელიც ხელმძღვანელობს გამოძიებას Nord Stream 1 და 2 მილსადენების დაზიანების საქმეზე, დაადასტურა, რომ ინციდენტი იყო დივერსიული და თქვა, რომ ნაპოვნია ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი.

"დანაშაულის ადგილის გამოძიების დროს, რომელიც ჩატარდა ადგილზე ბალტიის ზღვაში, განხორციელდა ვრცელი ამოღება და ტერიტორია საგულდაგულოდ იყო დოკუმენტირებული. ახლა ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი რამდენიმე უცხო ობიექტზე, რომლებიც აღმოაჩინეს. გაღრმავებული ანალიზის სამუშაოები გრძელდება იმისთვის, რომ მოხდეს ინციდენტის შესახებ უფრო მყარი დასკვნების გამოტანა", - თქვა პროკურორმა მატს ლუნგკვისტმა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მუშაობა გრძელდება, მასში ეჭვმიტანილის ვინაობა არ დასახელებულა.

სექტემბრის ბოლოს მილსადენების ფართომასშტაბიანმა დაზიანებმა გამოწვია გაზის გაჟონვა, რაც ხილული იყო ბალტიის ზღვის ზედაპირზე. ოქტომბრის ბოლოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრიტანელი საზღვაო ფლოტის პერსონალი დაადანაშაულა მილსადენების აფეთქებაში, თუმცა არ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება ამ პრეტენზიის დასადასტურებლად, რაც ლონდონმა უარყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი