
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ საქართველოსგან განსხვავებით მოლდოვასა და უკრაინას "ავანსად წამახალისებელი" სტატუსი მიეცათ. ამ თემაზე მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს ისაუბრა.
ღარიბაშვილი ისვე იმეორებს, რომ ორივე ქვეყანას საქართველო ათი თავით წინ უსწრებდა და უსწრებს.
"არავინ არ დაობს, არსად არც ევროკავშირში მხოლოდ ვიწრო ჯგუფში იმაზე, რომ საქართველო 10 თავით წინ უსწრებდა და უსწრებს, უკრაინას, მოლდოვა ყველა მიმართულებით. ჩვენ ვიყავით და ვართ ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორი, ამით არაფერი არ შეცვლილა, ერთი მთავარი განმასხვავებელი სტატუსისა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს გადაწყვეტილება, რომ ევროპის კავშირის უმეტესობას მხარი დაეჭირა გადაწყვეტილებისთვის და მიეცათ კანდიდატის სტატუსი ავანსად უკრაინისა და მოლდოვასთვის, განპირობებული იყო ერთი კონკრეტული მიზეზით, ჩვენ მოვისმინეთ პირდაპირი გაცხადებები, რომ ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამიტომ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და მოლდოვა, რახან არის ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში და მეტად რთულ სიტუაციაში, მათაც ავანსად მისცეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა იგივე დათქმებით, რაც საქართველოსგან განსხვავებით მათ კი მიეცათ ავანსად წამახალისებელი სტატუსი, თუმცა მათაც უნდა შეასრულონ მთელი რიგი პირობები", - ამბობს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილი საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე ამბობს, რომ ეს არის მმართველი გუნდის "დამაგვირგვინებელი მრავალწლიანი, ნაყოფიერი მუშაობის შედეგი".