პუტინი, ოდკბ-ის სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ერევანში კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის შეხვედრაზე ჩავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის ვებსაიტი ავრცელებს

ორგანიზაციის სამიტი, რომელიც 23 ნოემბერს უნდა გაიმართოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ჩატარდება და მას CSTO-ში შემავალი ქვეყნების ყველა ლიდერი დაესწრება.

შეხვედრის მონაწილეები საერთაშორისო და რეგიონულ აქტიურ პრობლემებს განიხილავენ. განსახილველ თემებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ორგანიზაციის წევრი ქვეყნების კრიზისებზე რეაგირების ინსტრუმენტის გაუმჯობესება და სომხეთისთვის საერთო დახმარების გაწევის შესაძლებლობების განხილვა.

შეხვედრაზე, სავარაუდოდ, კოლექტიური უშიშროების საბჭოს დეკლარაციაც მიიღება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი