დღეს საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუა დაიკითხა. "მთავარი არხის" დამფუძნებელმა მისი დაკავების დღეს განვითარებული მოვლენები გაიხსენა. ამის შემდეგ კი პროცესი უკვე დასკვნით ფაზაში გადავა და მხარეები საბოლოო სიტყვებით წარსდგებიან.
გიორგი რურუამ პროცესზე საუბარი გავრილოვის ღამის გახსენებით და იმ მიზეზებზე საუბრით დაიწყო, რატომ გახდა ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდამჭერი. მან დეტალურად ისაუბრა ივნისიდან ნოემბერამდე განვითარებული მოვლენების შესახებ და აღნიშნა, რომ მისი აქტიურობის გამო, დაკავების მოლოდინი ჰქონდა.
მისი თქმით, გავრილოვის ქვეყნის პირველ სავარძელში ჩასმა და იმ ღამეს ჟურნალისტებთან და მოქალაქეებთან ხელისუფლების გამოჩენილი ქცევა იყო მისთვის წითელი ხაზი, რომ აქციის მონაწილეებს შეერთებოდა.
გავიცანი ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომლებსაც ძალიან სამართლიანი პროტესტი ჰქონდათ და ჩავთვალე ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებად, რომ დავდგომოდი გვერდში. ჩემი ეს აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩა მთავრობას, - თქვა გიორგი რურუამ.
სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გიორგი რურუას ჰქონდა თან იარაღი, როდესაც იგი დააკავეს. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდებულიც და მისი დაცვის მხარეც.
გიორგი რურუამ დეტალურად გაიხსენა დაკავების საღამოს განვითარებული მოვლენები, ასევე ის მომენტი, რომ მას არ მისცეს ადვოკატის დასწრების უფლება დნმ-ს აღების მომენტში და არც ადვოკატთან დაკავშირების საშუალება.
ხვალ სასამართლო პროცესზე პროკურატურა წაიკითხავს დასკვნით სიტყვას, შემდეგ კი დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის ჯერი დადგება.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელს ბრალი იარაღის უკანანო ფლობისთვის აქვს წაყენებული, თუმცა მისი ადვოკატების თქმით იარაღი პოლციიამ ჩაუდო და დოკუმენტები და ოქმები გააყალბა.