ცალკე აღნიშვნის ღირსია ის დახმარება, რასაც ამერიკა ათწლეულების განმავლობაში ეწეოდა ქართული ჯარის გასაძლიერებლად, ის ძალისხმევა, რასაც ვაშინგტონელი მოკავშირეები ჩვენი სასაზღვრო ძალების გასაძლიერებლად აკეთებდნენ, ბიო საფრთხეების გასანეიტრალებლად, უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
უხეშად, ამერიკის ბიუჯეტიდან გადმორიცხული ფულის მესამედი სწორედ თავდაცვის და სამხედრო მიზნებისთვის იხარჯებოდა. მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ საქართველოს შტატები მიზნობრივ დახმარებას უწევს შეიარაღების გასაუმჯობესებლად, ასევე აძლევს საშუალებას, ხელი მიუწვდებოდეს თანამედროვე შეიარაღებაზე, მაგალითად ჯაველინებზე.
თუ გგონიათ, რომ რომელიმე სამხედრო ქარხანას დაურეკავთ, ფულს ჩაურიცხავთ და ჯაველინებს ფოსტით გამოგიგზავნიან, მაშინ გეტყვით, რომ გლობალური გეოპოლიტიკის საერთოდ არაფერი გაგეგებათ. თანამედროვე შეიარაღებას მხოლოდ მოკავშირეებისთვის და სანდო პარტნიორებისთვის იმეტებენ, და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს არავინ იმას, რომ მსგავსი ტექნოლოგიები ისეთი რეჟიმის ხელში აღმოჩნდეს, რომელიც ამერიკისგან მტრის ხატს ქმნის და ბინძური პროპაგანდით ტყუილებს ავრცელებს.
რა გაუკეთებია ამერიკას ჩვენი სახელმწიფოს რეალური გაძლიერებისთვის - ეს მძიმე მისია თავის თავზე თენგო გოგოტიშვილმა აიღო, მძიმე იმიტომ რომ რეპორტაჟი 30 წელს და უამრავ პროგრამას მოიცავს.