ანტიამერიკული კამპანიის კულმინაცია ამერიკელი სენატორის, ჯინ შანინის უშვერი სიტყვებით ლანძღვა აღმოჩნდა. ერთია, რომ ვინმე ზარქუას რეპლიკის შინაარსი უბინძურესია, მეორეა ის მავნებლური შედეგები, რაზეც მთქმელმა გათვლა. და ყოველგავრი კეკულუცობა, რომ თურმე მას ინტერვიუს მიღმა ამბობდა დეპუტატი და ჟურნალისტს არ უნდა გაეშვა, უბრალოდ თვალში ნაცრის შეყრაა. ზარქუამ ის თქვა, რაც უნდოდა რომ ეთქვა, და ისე თქვა, როგორც მის უფროსებს უნდოდათ რომ ეთქვა. მის ამ რეპლიკას "ოცნებიდან" არავინ გამიჯვნია.
ამ მიდგომით ქართული "ოცნება" ახლა ცდილობს საკუთარ მხარდამჭერებს დააჯეროს, თითქოს ის იმდენად მაგარია, შეუძლია აგინოს ამერიკელ სენატორს, მერე ოპონენტები დაიჭიროს, კრიტიკულია მედია დახუროს და თუ ვინმე გააკრიტიკებს ეტყვის, მიდი, შენს საქმეს მიხედეო. შაჰინამდე "ოცნებამ" ევროპარლამენტარები გამოლანძღა. თურმე ევროპის პარლამენტის რეზოლუციას ფასი არ ჰქონია კობახიძისთვის, მაგრამ პუტინის მეგობარი ორბანი თუ "ქართულ ოცნებას" შეაქებს, რატომღაც ეს აბსოლუტური ჭეშმარტება ყოფილა.
მოკლედ ახლა "ოცნება" სრული შემართებით ცდილობს გააღიზიანოს დასავლეთი.. და როცა მეგობრებს ლანძრავ, თავს ესხმი, ცილს სწამებ, და ათას სიბინძურეს აბრალებ, ანუ გამოდის, რომ შენ ცდილობ ეს მეგობრები აღარ იყვნენ შენი მეგორბები. აი ამას ცდილობს დღეს ჩვენი ხელისუფლება. ოღონდ იგივე ზარქუას რომ კითხოთ, არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი და ოკუპანტი, ან უხერხულად შეიშმუშნება, ან გეტყვით, რომ პროვოკატორი ხართ.
მოდით, ცოტა ხნით, ჯინ შაინზე შევჩერდეთ. ეს არის ქალი, რომელიც ამერიკულ პოლიტიკაში დიდი ხანია იქცა შერიგების და გაერთიანების სიმბოლოდ. სხვათა შორის, იმავე ქართული დემოკრატიის გულშემატკივრობამ ჯინ შაჰინი 2012 წელსაც ჩამოიყვანა საქართველოში, მაშინ ის ივანიშვილსაც შეხვდა. მოგვიანებით კი შაჰინი იმასაც იხსენებდა, რამდენად მნიშვნელოვანი პრეცედენტი დაამკვიდრა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, როცა ძალაუფლება დემორკატიული არჩევნების გზით გადააბარა.
თუმცა ყოველთვის, როცა არ აწყობს, "ქართული ოცნების" პროპაგანდას ისტორიული მეხსიერება ღალატობს, თორემ ზარქუამ წესით ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, ვინ არის შაჰინი და რა გაუკეთებია მას ქართული სახელმწიფოსთვის.