დროა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, მოლდოვასთან, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დროა თანამშრომლობა გაძლიერდეს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან. 

მისივე განცხადებით, ასევე, დადგა დრო, დასრულდეს ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესი.

"ასევე დროა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, ახლოს და შორს. რუსეთის აგრესიითა და იძულებით ყველაზე მეტად დაზარალებულებთან, როგორიცაა მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო, ბოსნია და ჰერცეგოვინა. და მსოფლიოს ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან ერთად. ლათინო ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე და ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონამდე. 

ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ვხვდებით იგივე გამოწვევებს. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთად. თავისუფლების დაცვა ჩაგვრისგან. დემოკრატია ტირანიის წინააღმდეგ.
და დავიცვათ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული ინსტიტუტები, რომლებსაც სარგებელი ყველა ჩვეგანისთვის მოაქვს", - თქვა სტოლტენბერგმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა ენერგეტიკა იარაღად აქცია და სცადა მისი გამოყენება შანტაჟისთვის, რათა უკრაინის მხარდაჭერაში ხელი შეეშალა ნატო-სთვის. მისივე თქმით, პუტინმა წარმატებას ვერ მიაღწია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი