
21 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში "რეგიონების კვირეული" გახსნა. ღონისძიება სრულად არაპოლიტიკურია, თუმცა ოფიციალური პირები მას არ დაესწრნენ.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ძალიან უკვირს რომ რეგიონებიდან, ოფიციალური პირები არ ჩამოვიდნენ ან ვერ გაბედეს ჩამოსვლა.
"არ არის ნორმალური, რომ ასეთი შეთავაზება რომ არსებობს პრეზიდენტისგან, რომელიც, მინდა ხაზი გავუსვა, არანაირად არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან. მე ძალიან მიკვირს, რომ რეგიონიდან ოფიციალური პირებიდან ან არავინ წამოვიდა ან ვერ გაბედა წამოსვლა. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები. ეს გაგრძელდება სხვადასხვა რეგიონებს ასევე მოვიპატიჟებთ, იმედი მაქვს, მათი ოფიციალური პირები ცოტა უფრო რეაქტიული იქნებიან და არ შეეშინდებათ აქ ჩამოსვლა. ეს არაა ჩემთან დაკავშირებული, თუ მე ვიღაცებისთვის უხერხული ვარ, ეს სასახლე არ უნდა იყოს უხერხული", - თქვა ზურაბიშვილმა.
"რეგიონების კვირეულის" ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეს უთმობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის. ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს კვირეული შემდეგ წელსაც გაიმართება.