რუსეთში დააკავეს პოლკოვნიკი, რომელიც ქრთამის სახით სარეცხ მანქანას ითხოვდა

გამოქვეყნდა:

რუსეთში დააკავეს რუსი პოლკოვნიკი, რომელიც კომისარს, საშემოდგომო გაწვევის მონიტორინგის თავიდან აცილების სანაცვლოდ ქრთამს სთხოვდა სარეცხი მანქანის სახით, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პოლკოვნიკი ივან მერტვისჩევი კომისარ რამენოკს მინიმუმ 70,000 რუბლის ღირებულების სარეცხი მანქანის შეძენას სთხოვდა.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, 2022 წლის ნოემბერში დაწყებულ სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით, მერტვიჩევი გეგმავდა, რომ რამდენიმე სამხედრო კომისარი შეემოწმებინა, მათ შორის იყო რამენოკიც.

პოლკოვნიკი კომისარიატის ხელმძღვანელს ტელეფონით დაუკავშირდა და მოსალოდნელი შემოწმების შესახებ აცნობა. იგი რამენოკს დაემუქრა, რომ თუ მინიმუმ 70,000 რუბლის ღირებულების სარეცხ მანქანას არ უყიდდა, იგი მიზანმიმართულად იპოვიდა მის კომისარიატში მიმდინარე გაწვევის პროცესში დარღვევას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს დარღვევა არ იარსებობდა.

რამენოკი კომისარს ქრთამის მიცემაზე დასთანხმდა, თუმცა მოგვიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში უჩივლა. რუსული მედია წერს, რომ ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, მას 2 თვიანი შინა პატიმრობა მიუსაჯეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი