საქართველოში მცხოვრები ებრაელი ბიზნესმენი, გიდონ ჰაკამი ხაშურში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. მას მეგობარმა ქალმა ძალადობის გამო უჩივლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "მთავარ არხს" დაუდასტურა, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო, ერთი სექსუალური ხასიათის დანაშაულს, მეორე კი ძალადობას გულისხმობს.
ბიზნესმენი უკვე დაკავებულია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
ქალი, რომელმაც ბიზნესმენს უჩივლა, ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქეა, მან ჩვენება შსს-ს უკვე მისცა.
საგამოძიებო მოქმედებები ჰაკამის ერთ-ერთ ობიექტზე ჩატარდა. თანამშრომლები ამბობენ, რომ ბიზნესმენი და ქალი ერთად ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
"დააკავეს, არ ვიცი რას ედავებიან, ორი დღის წინ, აქ აიყვანეს ადგილზე", - ამბობს თანამშრომელი.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბიზნესმენი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.