სერგეი ლავროვი ერევანში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერევანში ჩავიდა, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ლავროვს ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა. 

ე.წ. „ოდეკაბეს“ სამიტის ფარგლებში ერევანში ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევიც. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ერევანში ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტისთვისაც ემზადებიან, რის გამოც პროდასავლური ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს. 

დემონსტრანტები  კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან  სომხეთის გასვლას ითხოვენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი