იგეგმება ევროპარლამენტში შეხვედრა, სადაც ევროპარლამენტარები მოისმენენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხებს - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, შესაძლოა ბრიუსელში მორიგი მოსმენა გაიმართოს, სადაც ევროპარლამენტარები საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სავარაუდოდ მისი ადვოკატებისა და ოჯახის წევრებისგან მოისმენენ. 

ეს ყველაფერი კი დიდი ალბათობით იმ დროისთვის დაიგეგმება, როცა მზად იქნება ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისა და ცენტრ "ემპათიას" დასკვნები.

"იგეგმება ევროპარლამენტში შეხვედრა, სადაც ევროპარლამენტარები მოისმენენ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. დეტალურად იქნება განხილული რა პირობებში იყო ეს ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში, როგორი მკურნალობა უტარდებოდა, იყო თუ არა ეს ადეკვატური და ა.შ." ამბობს ხაჭაპურიძე.

მისი თქმით, ამჟამად საორგანიზაციო საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა.

ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილს "ვივა მედში" გადასხმა უტარდება. მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი