
სალომე ზურაბიშვილი მიხიელ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ეთანხმება. მოქმედმა პრეზიდენტმა დღეს ხანგრძლივი დუმილის შემდეგ პირველად, კვლავ ისუბრა მესამე პრეზიდენტის ბედზე და სრულიად მოულოდნელად სკანდალური განცხადება გააკეთა. "სააკაშვილის გადაყვანა აუცილებელია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს" - ამბობს ქვეყნის მეთაური და აქვე მიანიშნებს, რომ ეს პროცესი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მორიგი გამოცდა იქნება.
მოულოდნელი განცხადების გარდა, პრეზიდენტმა მოულოდნელი ნაბიჯიც გადადგა და თავის ადმინისტრაციაში დანიშნა შეხვედრა მარიამ ჯიშკარიანთან, რომელმაც ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია გააცნო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი