პოლონეთში ერთ-ერთ აფთიაქში საქართველოს მოქალაქე ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს - მედია 

გამოქვეყნდა:

პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში აფთიაქის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. პოლიციის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კაცი  ქურდობის მცდელობის აღკვეთას ცდილობდა - ინფორმაცია პოლონურ მედიაში ვრცელდება. 

გამოცემის ცნობით, სავარაუდო დამნაშავე, საქართველოს მოქალაქე, უკვე დაკავებულია.

"შემთხვევა პარასკევს, ღამის 12 საათის შემდეგ, ტარგოვას 33-ში მდებარე აფთიაქში მოხდა.- საქართველოს მოქალაქე დაცვის თანამშრომელმა ქურდობის მცდელობისას გამოიჭირა. როდესაც მოპარული ნივთების დატოვება მოსთხოვეს, ჩხუბი დაიწყო და დანით დაცვის თანამშრომელი დაჭრა"- წერს პოლონური მედია. 

დაშავებული დაცვის თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელი პოლიციის განყოფილებაშია. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი