რა ბედი ელის რუსი ოკუპანტების მიერ დაჭრილ და მოტაცებულ საქართველოს მოქალაქეს

გამოქვეყნდა:

რა ბედი ელის რუსი ოკუპანტების მიერ დაჭრილ და დაკავებულ ზაზა გახელაძეს? რუსული მხარე ცეცხლის გახსნაში მას ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ გახელაძემ საოკუპაციო ხაზი გადაკვეთა. რუსეთი, საქართველოს პროვოკაციებსა და სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს. ლავროვის უწყების ცნობით, გახელაძემ საზღვრის კვეთის ფაქტი აღიარა.

ქართველი სამართალდამცველების ინფორმაციით კი, მას საოკუპაციო ხაზი გადაკვეთილი არ ჰქონდა. დაჭრილი მამაკაცი ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია ოჯახისთვის, რომელიც ელოდება როდის ექნება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მისი მონახულების შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე რუსმა ოკუპანტებმა 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. საქართველოს მოქალაქის გატაცებას საქართველოში აშშ-ს საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გამოეხმაურნენ და რუსეთს 2008 წელს ნაკისრი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი