მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს სასამართლოს სხდომას დაესწროს - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართება. ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს სასამართლო პროცესს თავადაც დაესწროს.

"პროცესი ჩანიშნულია ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, მოხერხდება თუ არა მისი ჩატარება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ბუნებრივია, არის ალბათობა იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობამ მას არ მისცეს საშუალება სხდომაში მონაწილეობისა და აუცილებელი გახდეს სხდომის გადადება, თუმცა სურვილი აქვს დაესწროს", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

პროცესი 15:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, რამდენიმე თვეა მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის სასამართლო პროცესებს ვერ ესწრება, რის გამოც სხდომები არ ტარდება. ადვოკატებიც და ოჯახის წევრებიც ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობის მიუხედავად, "ვივა მედში" ვერ უმჯობესდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი