მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დღეს სავარაუდოდ გადასაადგილებელი სავარძლით მიიყვანენ - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სავარაუდოდ სპეციალური ეტლით მიიყვანენ. მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა სურვილი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეს დაესწროს. როგორც ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილს სავარძლის გარეშე გადაადგილება გაუჭირდება:

"იმისთვის, რომ ჩვენ არ გავხდეთ მიზეზი პროცესების ჩაშლის, გადადების, გადაწყვიტა, რომ დღეს გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე, თუმცა ეს მოხდება ალბათ გადასაადგილებელი სავარძლით, იმიტომ, რომ მას ასეთ მანძილზე ჩაჯდეს, ფიზიკურად შეუძლებელია" ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.  

სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 15 საათზეა ჩანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი სხდომას დაესწრება, ეს იქნება მისი პირველი საჯარო გამოჩენა ხანგრძლივი პაუზისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაკუთრებულად დამძიმების შემდეგ.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი