ხაშურში, მონაზონზე ძალადობაში ბრალდებულების პროცესი იწყება - ბრალდებულები სასამართლოში მიიყვანეს

გამოქვეყნდა:

ხაშურის რაიონულ სასამართლოში, მონაზონზე ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი იწყება. დაკავებულები სასამართლოში უკვე მიიყვანეს. მოსამართლემ მათთვის აღკვეთის შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. ცნობილია, რომ პროკურატურა სხდომის დახურვას მოითხოვს

ცნობისთვის, ხაშურის დედათა მონასტერში 25 ნოემბერს, ორმა პირმა 70 წლის მონაზონს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და მასზე სექსუალურად იძალადა. ქალი მონასტერში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.

დაკავებულია ორი პირი. პროკურატურამ მათ ბრალი მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე წარუდგინა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

პროკურატურა აღკვეთის სახით, წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ადვოკატის თქმით, საქმის მასალებში დაზარალებულის ჩვენება დევს

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი