საარჩევნო კაპანიის პერიოდში "ქართული ოცნება" ტროლებისა და ბოტების დახმარების იმედზე ვეღარ იქნება - სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ადმინისტრაცია, რომელსაც ქართული ტროლების ქარხნის შესახებ ინფორმაციაც და გამოცდილება უკვე დაუგროვდა, საარჩევნო კამპანიას მკაცრად გააკონტროლებს და არაავთენტური გვერდების საშუალებით, ვერც ერთი პარტია ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენას ვეღარ შეძლებს.

ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, ეს ფეისბუქის მხრიდან ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა და იმ აღვირახსნილ, ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც "ოცნების" ხელისუფლებას სხვა წინასაარჩევნო კამპანიების დროს ჰქონდა, ახლა ვეღარ განახორციელებს.

პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობისგენ გადადგმული ეს ნაბიჯი, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ განმტკიცებულია აზრი ჩვენს მოკავშირეებსა და ცივილიზებულ სამყაროში, რომ "ქართული ოცნების" ამ არჩევნებზე მათი აღვირახსნილი, რუსულ სტილში, ხელების გადაგრეხვის აგრესიული ქცევა არის შესაბოჭი, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი. 

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ "ოცნებამ" ოპონენტების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში დახარჯული რესურსები მარჯვედ გამოიყენა. 

რესურსი, რაც მათ დახარჯეს სოციალურ ქსელში ყალბი გვერდების შექმნისთვის და მოექცა საერთაშორისო მედიის ყურადრების ქვეშ, როდესაც 100-ობით გვერდი გააუქმა ფეისბუქმა "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული და ეს იყო არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი და ცილიმსწამებლური გვერდები, არამედ რაც ძალიან სახიფათო იყო, ანტიდასავლური განწყობების გამაძლიერებელი, - ამბობს ბესელია. 

მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია ამ საკითხის სათავისოდ ინტეპრეტირებას ცდილობს. 

რაც შეეხება ტროლებს, ეს სხვა თემაა, რომ ფინანსური ხარჯები, რომელსაც გასწევს ესა თუ ის სუბიექტი საარჩევნო პერიოდში, იქნება გამჭვირვალე, ბუსტინგი იგივე, ვთვათ, რომელიმე პოსტის, აღარ იქნება შესაძლებელი, რა თანხაც არ უნდა იყოს. ოპოზიცია ცდილობს საიდანაც თვითონ აწყობს, იქიდან მოაბას ქოთანს ყური. ვერავინ შეძლებს გააკეთოს დაფარული ხარჯი, გაიღოს იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკური მიზანი იქნას მიღწეული, - თქვა "ოცნების" წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ.     

კონკრეტული რეგულაციების შესახებ პოლიტიკური აქტორებისთვის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, "ფეისბუქის" რეგულაციები კი აგვისტოს დასაწყისიდან შევა ძალაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო საზოგადოებამ ფეისბუქს საგანგებო წერილი გაუგზავნა, რომლის პასუხადაც სოციალური ქსელის  ადმინისტრაციისგან მიღებული შეტყობინების თანახმად, "ფეისბუქის" ადმინისტრაცია საქართველოს პოლიტიკური აქტორებისგან მათი სარეკლამო ბიუჯეტის სრულ გამჭვირვალობას მოითხოვს. 

რამდენიმე თვის წინ "ფეისბუქმა" 511 ფეისბუქ-გვერდი, 101 პროფილი, 112 ჯგუფი და 55 ინსტაგრამის ანგარიში - არაავთენტური ქმედებების გამო წაშალა. 

სოციალური ქსელის ადმინისტრციის მიერ განხორციელებულ საყოველთაო წმენდას შეეწირა "ქართული ოცნების" მთავარი პიარ-ტექნოლოგის, კოკა ყანდიაშვილის პირადი გვერდი, მისი S-პერსონა და მასთან დაკავშირებული ტროლების ქსელი. ასევე, გაუქმებულია კრემლის მედიასაშულებების მსოფლიო ქსელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი