"მე ახლაც მგონია, რომ ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო, თუმცა რადგან იყო ასეთი თხოვნები, ჩვენ ეს თხოვნა მხედველობაში მივიღეთ და ეს შესაბამისად კანონპროექტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში. მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, რომ არ მოხდეს დეოლიგარქიზაცია, მათ ინტერესებშია, რომ შენარჩუნდეს ოლიგარქიული გავლენები, მაგალითად კეზერაშვილის ოლიგარქიული გავლენები, სააკაშვილის ოლიგარქიული გავლენები, ხაზარაძის და ასე შემდეგ. შესაბამისად, მათ უნდათ, რომ არ განხორციელდეს საქართველოში დეოლიგარქიზაცია".
თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.