გიორგი რურუას სასამართლო პროცესი ბრალდების დასკვნითი სიტყვით გრძელდება

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. დღეს დასკვნითი სიტყვით ბრალდების მხარე წარსდგება, მომდევნო პროცესზე კი უკვე ადვოკატების საბოლოო სიტყვას მოისმენენ. პროკურატურა უკვე რამდენიმე თვეა, იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ "მთავარი არხის" ერთ-ერთ მეწილეს და ანტისაოკუპაციო აქციების მხარდამჭერს უკანონო იარაღი ამოუღეს, თუმცა სასამართლო პროცესებმა აჩვენა, რომ საგამოძიებო უწყებას ბრალის დასამტკიცებად არც ერთი მტკიცებულება არ აქვს.

დაცვის მხარის მტკიცებით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებები და დაკითხული მოწმეების ჩვენებები ბრალდებულის უდანაშაულობას ამტკიცებს. 

მომდევნო პროცესი ჩანიშნულია 29 ივლისს, სადაც დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარსდგება. 

ჩვენს დასკვნით სიტყვაში ყურადღებას გავამახვილებთ იმ არგუმენტებზე, ფაქტებზე, რაც გიორგის მიერ დანაშაულის ჩადენას გამორიცხავს და პირიქით, ადასტურებს გიორგის მიმართ დანაშაულის ჩადენს, - ამბობს დაცვის მხარის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ სასამართლო სხდომაზე გიორგი რურუამ ჩვენება მისცა მოსამართლეს და განაცხადა, რომ იგი თავს უდანაშაულოდ ცნობს.  

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი