იმის თქმა, რომ ეკონომიკა ყვავის არაა სასარგებლო ქვეყნისთვის, სადაც პრესის თავისუფლება გარანტირებული არაა - ევროპარლამენტარი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი, იოაჰიმ კუსი "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ მათ სურთ საქართველოში ხალხს ჰქონდეს მეტი თავისუფლება, მეტი შესაძლებლობები. მისი განცხადებით, საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს.

ევროპარლამენტარის თქმით, იმის თქმა, რომ ეკონომიკა ყვავის არ არის სასარგებლო ქვეყნისთვის, სადაც პრესის თავისუფლება გარანტირებული არაა.

"ჩვენ არ შევცვლით კომისიას და არც პოლიტიკას ამასთან დაკავშირებით. საქართველოში ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გვინდა, მათ ჰქონდეთ მეტი თავისუფლება, მეტი შესაძლებლობები. საქართველოში მყოფმა ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ეს რთული იქნება, იმიტომ რომ სიტუაცია უარესდება, ამიტომ დიდ იმედებს ვერ მოგცემთ ამასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაზეც ცოტათი ვნერვიულობ არის ის, რომ ევროკომისია საქართველოსთან მიმართებაში არ ატარებს იმავე პოლიტიკას, როგორსაც მოლდოვისა და უკრაინის მიმართებაში, არადა უკრაინასა და მოლდოვაშიც იგივე სიტუაციაა, რაც საქართველოში, იმ განსხვავებით რომ იმათ პრორუსული ხელისუფლება არ ჰყავთ. სხვა მხრივ სიტუაცია იგივეა და მათაც ჰყავთ ოლიგარქები. ვფიქრობ ეს განცხადება არ იყო სასარგებლო. ის იყო როგორც ძილისმომგვრელი საშუალება, რომელიც "ქართულ ოცნებას" მისცეს, რომ უფრო დიდხანს იძინოს. ეკონომიკური სიტუაცია ერთი საკითხია, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკურ თავისუფლებასთან. შეიძლება გქონდეთ ეკონომიკური წარმატებები, როგორც ჩინეთშია, მაგრამ ამავე დროს იყოს მჩაგვრელი სისტემა. ასე რომ იმის თქმა, რომ ეკონომიკა ყვავის არ არის სასარგებლო ქვეყნისთვის, სადაც პრესის თავისუფლება გარანტირებული არ არის", - ამბობს კუსი.

ცნობისთვის, ბრიუსელში გუშინ კონფერენცია გაიხსნა, სადაც ოლიგარქებსა და რუსულ კავშირებზე მსჯელობდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი