
პოლონეთი აძლიერებს მზადებას დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების დასაკავებლად - ამტკიცებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში.
„რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ვარშავა აჩქარებს მზადებას დასავლეთ უკრაინის მიწების ანექსიისთვის: ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და უკრაინის ტერნოპოლის ოლქის უმეტესი ნაწილის ტერიტორიების“, - ამბობს ის.
ნარიშკინის თქმითვე, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ დაავალა შესაბამის სამსახურებს დროულად მოემზადონ დასავლეთ უკრაინის მიმართ პრეტენზიების ოფიციალური დასაბუთებისთვის.
მისივე თქმით, საწყისი წერტილი 1943 წლის ვოლინის ხოცვა-ჟლეტა გახდა. ნარიშკინი ამტკიცებს, რომ ვარშავას სურს ამ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარება.