უნგრეთი 13 მილიარდს ვერ მიიღებს, თუ რეფორმებს არ გაატარებს - ევროკომისიის სანქცია ორბანის მთავრობას

გამოქვეყნდა:

ევროკომისიამ უნგრეთს 13 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გაუყინა.  ევროკომისიის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზი უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გახდა. ოფიციალური ბუდაპეშტი 13 მილიარდ ევროს  ვერ მიიღებს, თუ ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებლობისთვის საჭირო რეფორმებს არ გაატარებს და კორუფციას არ დაამარცხებს. ამასთან ევროპელები ორბანის მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის დამოუკიდებლობისა და უმცირესობათა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ. ევროკომისია რეფორმების გატარებისკენ უნგრეთს რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწოდებდა, თუმცა მხარეებმა კონკრეტულ შედეგებს ვერ მიაღწიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი