"განდგომილები" კანონპროექტს ამზადებენ - ახალი შეტევა არასამთავრობოებზე

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრება, რომ მათ საქმიანობას მკაცრ რეგულაციებში მოაქცევს და სპეციალური კანონს მოამზადებს. განსაკუთრებული აქცენტი კი იმაზე გაკეთდება რა წყაროებით ფინანსდება სამოქალაქო სექტორი.  

განცხადება ქართული ოცნების ე.წ. რადიკალურმა ფრთამ "ხალხის ძალამ" გააკეთა ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინის კრიტიკის საპასუხოდ. 

მაშინ "ხალხის ძალაც" და ირაკლი კობახიძეც ამტკიცებდნენ, რომ თუ ამერიკა ვინმეს ეხმარება, ეს ენჯეოები და საკუთარი აგენტებია. 

ამ პროპაგანდისტული თავდასხმების პარალელურად კი "ოცნებამ" ახალი საკანონმდებლო ნაღმის მომზადება დაიწყო. 

სავარაუდო მიზანია არასამთავრობო სექტორის  უკიდურესად შეზღუდვა, ან საბოლოო განადგურება, როგორც ეს წლების წინ რუსეთში კრემლის რეჟიმმა გააკეთა. 

ირკვევა, რომ კანონპროექტს "განდგომილები" ამზადებენ და საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში წარუდგენენ. ისინი დოკუმენტის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ უცხო ქვეყნიდან ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი