
დიდმა ბრიტანეთმა 22 რუს ჩინოვნიკს ნაწილობრივი მობილიზაციის მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა.
მედიის ინფორმაციით, სანქცირებულ პირებს შორის არიან რუსეთის ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორი არკადი გოსტევი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვა.
ბრიტანელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის თქმით, რუსეთის რეჟიმის გადაწყვეტილება მოქალაქეების ნაწილობრივი მობილიზების შესახებ იყო მცდელობა, გაენადგურებინათ მამაცი უკრაინელები, რომლებიც იცავენ თავიანთ ტერიტორიას.
რამაზ ხატიაშვილი