ეხმარება თუ არა საქართველო ოკუპანტ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში - ჩეხეთის ელჩი სკანდალურ განცხადებას აკეთებს: ჩეხი დიპლომატი პეტრ მიკისკა ამბობს, რომ 2022 წელს ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია და ფიქრობს, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი რუსეთში გააქვთ, ამ ეჭვს კი, მისი განმარტებით, გაზრდილი საექსპორტო შესყიდვები და მილიონიანი კონტრაქტები აჩენს.
დიპლომატი ამბობს, რომ თუკი დადასტურება, რომ საქართველო რუსეთს აქტიურად ეხმარება, ამას შედეგი აუცილებლად მოჰყვება. 2022 წლის 10 თვეში ჩეხეთიდან საქართველოში 126 მილიონი დოლარის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ჯამურ მონაცემს მნიშვნელოვნად აღემატება, ჩეხეთ-საქართველოს შორის კი ასეთი მაღალი სავაჭრო ურთიერთობები არასდროს არ ყოფილა.