
ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ,"ანტიკორიფციული მოძრაობის'" წინააღმდეგ - დღეს სააპელაციო სასამართლოს დასკვნითი სხდომა გაიმართა. სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უჩა მამაცაშვილისა და ანტიკორუფციული მოძრაობის საქმეზე ძალაში დატოვა.
ცნობისთვის, უჩა მამაცაშვილმა მოძრაობას სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ის ე.წ ქოლცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარ მფარველს შორის დაასახელეს. უჩა მამაცაშვილმა "ცილისწამებისთვის" სასამართლოში იჩივლა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 150 000 ლარს ითხოვდა.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა დიდავას გადაწყვეტილებით, მოპასუხე მხარეს ასევე დაევალა საჯარო განცხადებების უარყოფა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია ივანიშვილის დეიდაშვილს ე.წ ქოლცენტრების მფარველობასა და ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან აკავშირებდა. სააპელაციოში საქალაქოს გადაწყვეტილება ,,ანტიკორუფციულმა მოძრაობამ'' გაასაჩივრა. პირველმა ინსტანციამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის სარჩელი და მოძრაობის წევრებს ლაშა ფარულავასა და ვასო ურუშაძეს მორალური ზიანისთვის ჯარის სახით, 5 000-5 000 ლარი დააკისრა.
ამავე თემაზე: