უკრაინის უსაფრთხოება მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ჟიტომირის, რივნესა და ზაკარპატიის ეპარქიებს ჩხრეკს

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური [SBU], მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ეკლესიებში კონტრდაზვერვით სამუშაოებს აგრძელებს. ამჟამად ჩხრეკა მიმდინარეობს ჟიტომირის, რივნესა და ზაკარპატიის რაიონებში მდებარე ეპარქიებში. 

SBU-ს პრესცენტრის ცნობით, ზომები მიიღება "რელიგიური თემების" რუსეთისთვის სასარგებლოდ გამოყენების თავიდან ასაცილებლად, რუსეთთან კავშირების გამოსავლენად და მოსალოდნელი პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისაგან დასაცავად.

ღონისძიებები მიზნად ისახავს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის საზიანოდ უკანონო ქმედებებში ჩართული პირების იდენტიფიცირებას.

შეგახსენებთ, უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაჩხრიკა კიევ-პეჩორის ლავრა, კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და რივნის რეგიონში, სარნენსკო-პოლისკის ეპარქიები, სადაც აღმოჩენილია პრორუსული ლიტერატურა და რუსული რუბლები.

ჩხრეკა ჩატარდა ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიაშიც, სადაც ასევე რუსული პასპორტები და მოსკოველ კურატორებთან მიმოწერები აღმოაჩინეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი