

კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი იმყოფებოდა. მესამე პრეზიდენტი ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას დათანხმდა და შესაბამისი ნიმუშებიც აიღეს.
საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელს "ვივა მედიდან" გამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
"ნიმუშები ავიღეთ რაც გვჭირდებოდა, თანხმობა გამოთქვა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა და შემდგომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩავატარებთ ამ საქმეზე. მდგომარეობის შეფასება მე არ შემიძლია, მე იურისტი გახლავართ",- თქვა გამომძიებელმა.
ცნობისთვის, ექსპერტიზა კოკა კაციტაძის უწყებამ 8 თვის წინ ჩანიშნა, თუმცა ჩატარება მხოლოდ ახლა გადაწყვიტა.