
უკვე მეორე დღეა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი იმყოფება. სოხუმში იგი გუშინ, პირველ დეკემბერს ჩავიდა.
ოკუპირებულ რეგიონში, "ოფიციალური შეხვედრებისას" ვოლოდინმა განაცხადა, რომ ახლა გამოწვევების დროა და მათი დაძლევა მხოლოდ ერთად ყოფნით არის შესაძლებელი.
„დღეს გამოწვევების დრო დგას და ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთად ყოფნით, ამიტომ ჩვენ გამოვდივართ იქიდან რომ სახელმწიფო სათათბიროსა და აფხაზეთის პარლამენტს აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ეს გამოწვევები დაძლიოს, სანქციებს გაუმკლავდეს. რისთვისაც საჭიროა, რომ უკეთ გვესმოდეს ერთმანეთის, დიალოგის გარეშე კი ეს შეუძლებელია“, - განაცხადა დუმის თავმჯდომარემ.
რუსეთის ოფიციალური პირის "ვიზიტთან" დაკავშირებით, ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
იხილეთ ასევე: